-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პუბლიცისტი ხელოვნებათმცოდნე
ბაქრაძე აკაკი ვიქტორის ძე (29 . III. 1928, თბილისი-05. XII. 1999, თბილისი, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, თბილისში არსებობს მისი სახ. ქუჩა). ქართვ. კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, მწერალი და საზ. მოღვაწე. ბ. ა.-მ დაამთავრა თსუ ისტ. ფაკ-ტი (1953). ბ. ა. იყო: კინოსტუდია ქართ. ფილმის სასცენარო განყ-ბის რედ. და მთ. რედ. (1955–1960), შემდგომ კი სასცენო-სარედაქციო განყ-ბის მთ. რედ. (1964–1968), რუსთაველის თეატრ. დირექტორი (1973–1980), კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის მთ. რედ. (1968–1988), მარჯანიშვილის თეატრ. სამხატვრო ხელმძღვ. (1988–1989), სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989–1991). იყო საქართვ. კომპარტიის მიერ შექმნილი „რუსთაველის საზ-ბის“ პრეზიდენტი (1989–1991). ბ. ა. იყო ეროვნ. მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რ-იც ხალხს მოუწოდებდა საქართვ. დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა, და პოლიტ. პარტიების ჩამოყალიბებისკენ. იგი კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნ. და საზ. საკითხებზე. იყო საბჭ. რეჟიმის დიდი კრიტიკოსი მისმა წიგნებმა, სტატიებმა და საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნ.-გამათავისუფლებელ მოძრაობაში (1990). ბ. ა. არის რამდენიმე კრებ. ავტორი. თავის პუბლიც. წერილებში იგი მიმოიხილავს XX ს. ქართ. თეატრ. და კინოხელოვნების საკითხებს. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“ მან გამოაქვეყნა ჟურნ. ,,ცისკარში“ (1954 ). ბ. ა. თავის ლიტ. კრიტ. წერილებში განიხილავდა XX ს. ქართ. მწერლობის აქტუალურ პრობლემებს, ახალგაზრდა მწერალთა შემოქმედებას; იგი იკვლევდა ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზ. მითოლოგიურ ძირებს („მითოლოგიური ენგადი“, (1969), „ფიქრი და განსჯა“, (1972). ასევე სწავლობდა ქართ. მწერელებისა და საზ. მოღვაწეების ბიოგრაფიებს: „წიწამური (ილია ჭავჭავაძე)“ (1984 წ.), სადაც ახალი კუთხით გააანალიზა მწერლის მსოფლმხედველობისა და აღსასრულის პრობლემები; „ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)“, „ნიკო ნიკოლაძე“, „კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი“ და ა. შ. ბ. ა. - ს წიგნებია: „კრიტიკული წერილები“ (1966), „სჯანი“ (1972), „ფიქრი და განსჯა“ (1972), „კრიტიკული გულანი“ (1977), „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ (1978), „პილპილმოყრილი მადლი“ (1989), „კინო და თეატრი“ (1989), „რწმენა“ (1990) „მწერლობის მოთვინიერება“ (1990), „ილია და აკაკი“ (1993), „დაწუნებილი გზა“ (1995). მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა „აფხაზეთისთვის“ (2002) და „თხზულებანი“ 8 ტომად. ბ. ა. კითხულობდა ლექციებს ქუთ. სახელმწ. უნ-ტში (1991–1996). კითხულობდა საჯარო ლექციებს თსუ-ის მრავალრიცხოვან აუდიტორიაში (1985-1990). ბ. ა. იყო: საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. საბჭოს წევრი (1992 წელს). იგი აირჩიეს გელათის მეცნ. აკადემიის წევრად (1995).
თხზ.: გაქრაძე ა., ილია ჭაჭავაძე – წიწამური, 2022, თბ., ბაქრაძე ა., მწერლობის მოთვინიერება, 2019, თბ. ბაქრაძე ა. ნიკო ნიკოლაძე, 2011, თბ.
ლიტ.: ბაქრაძე აკაკი ვიქტორის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, (1977), ტ. 2, გვ. 240; ბაქრაძე აკაკი ვიქტორის ძე. საქართველო, ენციკლოპედია, (1997), ტ. 1, თბ., გვ. 373.